მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

WSJ - საუდის არაბეთი და საამიროები ირანთან ომში პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებიან

არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის ზღვარზე არიან.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ერ-რიადმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და ამერიკულ ძალებს ირანულ ობიექტებზე იერიშების მისატანად მეფე ფაჰდის ავიაბაზის გამოყენების უფლება დართო.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი რეგიონული პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს, რადგან აქამდე საუდის არაბეთი საკუთარი ტერიტორიის სამხედრო პლაცდარმად გამოყენებას კატეგორიულად კრძალავდა. პარალელურად, ოფიციალურმა დუბაიმ ირანული რეჟიმისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კონტროლირებადი სტრატეგიული აქტივების დახურვა და მილიარდობით დოლარის ღირებულების რესურსების გაყინვა დაიწყო.

როგორც ირკვევა, ყურის ქვეყნების პოზიციის გამკაცრება ირანის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე განხორციელებულმა სისტემატურმა თავდასხმებმა განაპირობა. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფაისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, სამეფოს მოთმინება ამოწურულია და ირანის მხრიდან ნებისმიერი გათვლა, თითქოს ყურის ქვეყნები საპასუხო დარტყმას ვერ შეძლებენ, მცდარია. თავის მხრივ, საამიროებში უკვე დაფიქსირდა 2,000-ზე მეტი თავდასხმის მცდელობა, რამაც აბუ-დაბის აიძულა, ირანული ფინანსური ქსელების წინააღმდე მკაცრი ზომები მიეღო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი სამხედრო ოპერაციებში სრულმასშტაბიანი მონაწილეობის შესაძლებლობასაც განიხილავს, რაც რეგიონში ძალთა ბალანსს ფუნდამენტურად შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები