ერრიადში გამართულ ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე კოკო გაუფმა ჩინელი ჟენგ ქინვენი 2-1 დაამარცხა და ამ მიღწევით ქალთა შორის ისტორიაში სარეკორდო 4,8 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო დამარცხებულმა ქინვენმა 2,3 მილიონი დოლარი.
აქამდე რეკორდი 2019 წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე გათამაშებულ თანხას ეკუთვნოდა 4,4 მილიონი დოლარით, რომელიც ეშლი ბარტმა მიიღო
.
წელს გაუფმა მესამე ტურნირი მოიგო რითაც მისმა შემოსავალმა 9 მილიონ დოლარს გადააჭარბა. პარალელურად ჟენგმა მთლიანად კარიერაში 2024 წლამდე 2,75 მილიონი დააგენერირა და წელს ოლიმპიური ოქროს მედლის მოგებაც შეძლო.
გასულ წელს გაუფმა 22,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც წლის ყველაზე შემოსავლიანი ქალი სპორტსმენის ტიტული დაიმსახურა. ამერიკელმა სპორტსმენმა წელს კონტრაქტი გააფორმა კომპანია “L’Oreal-თან” და თავის მოვლის ორგანიზაცია Carol-ის შვილობილ კომპანია Naked-თან.
WTA Finals ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სპორტული ღონისძიებაა, თუმცა NFL-ისა და კოლეჯის საფეხბურთო ტურნირებს ემთხვევა, რის გამოც ამერიკაში ყურებადობის თვალსაზრისით დაბალი მაჩვენებელია. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ყოველ წელს გაიზრდება, რაც საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდ PIF-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულებითაა განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ არაბებმა გასულ თვეში საგამოფენო ტურნირ “Six Kings Slam”-ს უმასპინძლეს, სადაც თითოეული მონაწილე გარანტირებულ თანხად 1,5 მილიონს იღებდა, ხოლო გამარჯვებულისთვის 6 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი, რაც უდიდესი საპირზო ფონდია მთლიანად ჩოგბურთის ისტორიაში.