მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WTO: COVID-19-ის პანდემია გლობალური ეკონომიკის უპრეცედენტო შეფერხებას გამოიწვევს

5e81c85e6ed87
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.20 14:44
1507
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (World Trade Organization) COVID-19-ის პანდემიას განიხილავს როგორც უპრეცედენტო შეფერხებას გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიო ვაჭრობაში, რადგან წარმოება და მოხმარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია WTO-ს ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი სახელმწიფოები 5 ტრილიონ დოლარს ჩადებენ მსოფლიო ეკონომიკაში ფინანსური ზიანის დასაძლევად, რაც კორონავირუსს უკავშირდება.

ლიდერები ვალდებულებას იღებენ, ყველაფერი გააკეთონ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ეკონომიკური და სოციალური ზარალი, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული.

„ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია ყველაფრის წარმოება მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში. მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა დამოკიდებულია იმპორტზე. საზღვრების დახურვა ვნებს ყველა მათგანს და განსაკუთრებით საზიანოა მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის. ასე რომ, კორონავირუსის უზარმაზარი უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, სამუშაო ადგილებსა და ადამიანების კეთილდღეობაზე, გარდაუვალია. ამის მიუხედავდ, უკვე არსებობს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად და გრძელვადიან პერიოდში მის აღსადგენად შეგვიძლია გადავდგათ. მთავრობები უკვე გამოყოფენ სოლიდურ თანხებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, პოზიტიურია“, - განაცხადა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის დირექტორმა რობერტო აზევადომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები