მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალიც გვაქვს, დენიც და სასტუმროს 80%–იც დატვირთულია – "გუდაურა"

61d948538ad6e
თათია კაკიაშვილი
09.01.22 00:05
775
„ომიკრონის“ შტამი „გუდაურაში“ დამსვენებლების შეფერხებით მიღების მიზეზს ნამდვილად არ წარმოადგენს - ყველა რეგულაციას ვიცავთ და, შესაბამისად, სეზონის გახსნიდან დღემდე ჩვენს სასტუმროში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო „გუდაურას“ დამფუძნებელმა ირაკლი კუტალიამ განუცხადა.

მისივე თქმით, წელს სასტუმრომ მუშაობა და ფუნქციონირება სრული დატვირთვით დაიწყო.

„გვყავს უცხოელი სტუმრებიც, ძირითადად, ევროპიდან - ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთიდან, უკრაინიდან და, ასევე, აშშ-დან. ამ დროისთვის სასტუმროს 80% დატვირთულია. როგორც წესი, ეს ტენდენცია თებერვლის ბოლომდე გრძელდება ხოლმე და ჩვენი წლევანდელი მოლოდინიც ასეთია. წინა წელთან შედარებით, ცოტა რთულია პარალელის გავლება, რადგან შარშან განსხვავებული კოვიდრეგულაციები იყო ძალაში და სასტუმრო „გუდაურაც“ მთელი წლის განმავლობაში პრაქტიკულად დახურული იყო. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ წელს ჩვენი სასტუმროს მიმდებარედ კომუნალური სისტემების პრობლემები არ ყოფილა: წყალიც გვაქვს, დენიც და ამ მხრივ სასტუმროს შეფერხება ჯერჯერობით არ ჰქონია, ვმუშაობთ სრული დატვირთვით. თუმცა უნდა ითქვას, რომ წელს გუდაურში შედარებით ცოტა თოვლი მოვიდა, მაგრამ სათხილამურო ტრასები მაინც ღიაა“, - განაცხადა ირაკლი კუტალიამ.

კუტალია ხაზს უსვამს, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სასტუმრო „გუდაურას“ ყველა დამსვენებელი - ქართველიც და უცხოელიც - ინტენსიურად იტესტება და, შესაბამისად, სასტუმროში ინფიცირების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს.

„ჩვენ მაინც ვიცავთ რეგულაციებს და ეტაპობრივად როგორც თანამშრომლებს, ასევე სტუმრებს პისიარ ტესტებს ვუტარებთ.სწორედ ამიტომ, წლევანდელი სეზონი შედარებით მშვიდად დაიწყო“ , - აცხადებს ირაკლი კუტალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები