მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების კომპანიის განცხადება აბაშაში წყლის სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით

5e1cc9bca15e4
BM.GE
13.01.20 23:48
1135
აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია.

ქსელის დაზიანების გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს -მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ მანამ, სანამ წყალმომარაგება სრულად არ აღდგება.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი - 0322 93 -00 -00.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფები ყველა რეგიონიდან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უწყეტ რეჟიმში იმუშავებენ, რათა წარმოქმნილი პრობლება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები