მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წყალტუბოს ასაშენებლად სახელმწიფოს პროაქტიური ჩართულობაა საჭირო“ - კოკაია გამოწვევებზე

63282e7927a60
ვიქტორია მღებრიშვილი
20.09.22 11:00
639
Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, წყალტუბოს აღსადგენად და მის მიმართ მიზნობრივ ბაზრებზე ინტერესის გასაზრდელად სახელმწიფოს პროაქტიური ჩართულობაა საჭირო. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესის მხრიდან აქტიურობაც მნიშვნელოვანია, თუმცა კურორტის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის სხვადასხვა სტრუქტურის მონაწილეობაა საჭირო. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი ხედვით, ერთ-ერთი კარგი ბაზარი, საიდანაც გრძელვადიანად დარჩენის სურვილის მქონე ტურისტების მოზიდვაა შესაძლებელი, ყაზახეთია.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებით წყალტუბოს შესახებ არაერთი მარკეტინგული ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის სტატია BBC-სა და საკმაოდ გავლენიან საიტებზე განთავსდა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა იმ ბაზრებზე აქცენტის გაკეთება, რომლის მოზიდვასაც ვცდილობთ. მაგალითად ერთ-ერთი პოტენციური ბაზარი ყაზახეთია, რომელსაც გამაჯანსაღებელი კურორტების ათვისების პოტენციალი აქვს. ამ შემთხვევაში საჭიროა არამხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობა, არამედ ყაზახეთში ჩვენი საელჩოს გააქტიურება, რათა მოვიზიდოთ ტურისტული კომპანიები, რომლებსაც საქართველოში წყალტუბოში ჩამოსვლის ინტერესი ექნებათ. ჩვენ მათ გამართული ინფრასტრუქტურა უნდა დავახვედროთ. დღეს მოქმედი აბანოებიც, სამწუხაროდ არ არის იმ მდგომარეობის, რომ დაინტერესებული პირები მიიზიდოს“, - თქვა კოკაიამ.

Inn Group-ის ხელმძღვანელი წყალტუბოში მათი მხრიდან სასტუმროს ამოქმედებას აანონსებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა Inn Group-ის სასტუმროში დარჩენა სტუმრებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და შესაბამისად გრძელვადიანი იყოს. ამისთვის კი სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთან, წყალტუბოს მიმზიდველობის გაზრდაზე უნდა იმუშაოს.

ჩვენ წყალტუბოში ვიყიდეთ შენობა, რომელიც ადრე საკვები ობიექტი იყო, რომელსაც გადავაკეთებთ და სასტუმროდ გადავაქცევთ. ჩვენი მიზანია მოვემსახუროთ ტურისტებს, რომლებიც ჩამოდიან და ერთი ღამით ჩერდებიან სასტუმროში, ხოლო მეორე მხრივ ნელ-ნელა ვეცადოთ, აღვადგინოთ წყალტუბოში სამკურნალო - გრძელვადიანი ვიზიტების გამოცდილება. მეორე პრობლემა ის არის, რომ წყალტუბოში ბევრი გასართობი არ არის. ამაზე ვფიქრობთ, რომ მოვაწყოთ ბოულინგის დარბაზი და სხვა გასართობი საშუალებები. თუმცა ჩვენ ერთი კომპანია ვართ და მხოლოდ ერთი კომპანია მთელ წყალტუბოს ვერ ააშენებს, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან პროაქტიური ჩართულობა“, - განაცხადა Inn Group-ის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები