მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის ქარის მიერ მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარამდეა

63c691384727c
BM.GE
17.01.23 16:13
440
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო.

"დღეს დილიდან აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი, პირველ რიგში რეაბილიტაცია უტარდება იმ კორპუსებს, რომლებიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზიანა, სპეციალისტები 10 ლოკაციაზე მუშაობენ, სამუშაოები გაგრძელდება, სანამ ყველა დაზიანებული შენობის სახურავი არ იქნება აღდგენილი’’,- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ. 

მერთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, მერის მრჩეველმა ნიკა აფხაძემ, საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ ღიბრაძემ.

11- 14 იანვარს ძლიერი ქარების შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 230 კერძო მოსახლის სახლი და 46 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი საჭიროებს რეაბილიტაციას. ზარალის ოდენობამ ჯამში 1 885 593 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები