სახალხო დამცველის მიერ სკოლების შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, წყლის გარეშე დარჩენილ სკოლებს შორის სამცხე-ჯავახეთი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. რეგიონში უწყლოდ სულ 24 სკოლაა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ მხრივ ნინოწმინდაშია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან წყალი მხოლოდ თექვსმეტშია. თორმეტ სკოლაში მოსწავლეებს წყლის დასალევად გასვლა სკოლის ეზოში უწევთ, ათ სკოლაში კი წყალი საერთოდ არაა, ესენია: გორელოვკის, ფოკის, ეშტიის, ჯიგრაშენის, ორლოვკის, კათნატუს, ეფრემოვკის, საღამოსა და ვლადიმიროვკის საჯარო სკოლები. ნინოწმინდის მერიაში ამობენ, რომ სკოლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, თუმცა მიმდინარე წელს წყლის პრობლემას ვერ მოაგვარებენ. ადგილობრივ თვითმმართველობას 2019 წელს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარი აქვს განსაზღვრული, რომელიც საპირფარეშოების ასაშენებლად და ფანჯრების შესაცვლელად დაიხარჯება.
http://sknews.ge/index.php?newsid=22592.


































