მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

X-მა პლატფორმაზე ვიდეო- და აუდიოზარები დაამატა

twitter x

ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა( Twitter) პლატფორმაზე ახალი ფუნქციები დაამატა, რომლებიც მომხმარებელს ერთმანეთთან აუდიო და ვიდეოზარების განხორციელების საშუალებას მისცემს.

აუდიო- და ვიდეოზარების განხორციელების გარდა, პლატფორმის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ზარის მიღება ვერიფიცირებული მომხმარებლებისგან და მათ შორის იმ პირებისგანაც კი, რომელთა გამომწერებიც თავად არიან. ჯერჯერობით უცნობია, ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის იქნება თუ მხოლოდ X Premium-ის წევრობის მქონე პირებისთვის.

X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ პლატფორმაზე აუდიო- და ვიდეოზარების დამატება ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია. იაკარინოს განცხადებით, განახლება X-ის „ყველაფრის აპლიკაციად“ გადაქცევის ნაწილია.

ზარების განხორციელების ფუნქციის დამატების დაანონსებისას, მასკმა განაცხადა, რომ განახლება ხელმისაწვდომი იქნებოდა iOS-ის, Android-ის, Mac-ისა და PC-ის მომხმარებლებისთვის.

გასულ წელს, პლატფორმის $44 მილიარდად შესყიდვის შემდეგ, მასკმა ყოფილ Twitter-ზე რიგი ცვლილებები განახორციელა. მათ შორის პლატფორმაზე გაუქმდა მომხმარებელთა დაბლოკვის ფუნქცია. ასევე შეიქმნა ფასიანი Blue-გამოწერის მოდელი. ეს უკანასკნელი ზღუდავს ფუნქციას, რომელიც ადრე Blue-მომხმარებლებისთვის Tweetdeck-ის სახელით იყო ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები