მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

X/Twitter-ის წარმატების ისტორია – TECH INFORM

twitter

Twitter-ი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც დაახლოებით 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. Twitter-ის მიღმა ამერიკელი მეწარმე, ჯეკ დორსი დგას, რომელმაც, ბიზნესპარტნიორებთან ერთად, 2006 წელს სოციალური ქსელი დააფუძნა.

საწყის ეტაპზე, ამ ქსელის მიზანი კომპანიის შიგნით კომუნიკაციის გამარტივება იყო, რადგან მაშინ არსებული ელექტრონული შეტყობინებების სისტემა ზედმეტად ნელი და მოუქნელი იყო. პლატფორმის გაშვებიდან მალევე ცალსახა გახდა, რომ Twitter-ს გაცილებით დიდი პოტენციალი ჰქონდა და კომპანიის ხელმძღვანელებს ცისფერი ჩიტისთვის გაფრენის საშუალება უნდა მიეცათ.

2007 წელს Twitter-ი ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი და ამ დღიდან 5 წელიწადში პლატფორმამ 100 მილიონი აქტიური მომხმარებლის დაგროვება შეძლო, რაც მაშინ კოლოსალურად მაღალი მაჩვენებელი იყო.

Twitter-ის წარმატებას მისი ალგორითმი განაპირობებდა, რომელიც მომხმარებლებს არა მეგობრების მიერ დაწერილ პოსტებს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე სიახლეებსა და მოვლენებს აცნობდა. სწორედ ამ თვისების წყალობით, Twitter-ი მალევე იქცა საჯარო განხილვების, პოლიტიკური დებატებისა და სოციალური საკითხებზე კამათის გლობალურ პლატფორმად.

ჯეკ დორსის განცხადებით, მისი მიზანი იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ყოველ მოქალაქეს მისცემდა საკუთარი აზრის დაფიქსირების თანაბარ უფლებას.

აპლიკაციის სიმარტივემ, ტვიტების ლაკონიურობამ, ალგორითმის სისწრაფემ და უსასრულო სქროლვის ფუნქციამ Twitter-ზე სახელმწიფოების ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და პლანეტის უმდიდრესი ადამიანებიც კი მიიზიდა.

2013 წელს უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე Twitter-ის დებიუტი შედგა და კომპანიის IPO-ს მოცულობამ 24 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მას შემდეგ Twitter-ი ნელი ტემპით განაგრძობდა განვითარებას, მანამ, სანამ მის ცხოვრებაში ილონ მასკი არ აღმოჩნდა. პლანეტის უმდიდრესმა მეწარმემ სოციალური ქსელი $44 მილიარდად შეიძინა, მისი მენეჯმენტი გაათავისუფლა, კომპანიას სახელი X-ით შეუცვალა და ცისფერი ჩიტიც სამუდამოდ გაქრა. სოციალური ქსელის სათავეში მასკის მოსვლით Twitter-ის წარმატების ამბავი დასრულდა, თუმცა მისი სულიერი გამგრძელებლის, X-ის ისტორია ჯერაც დასაწერია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები