სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფ. Twitter) დეკემბერში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა - ამის შესახებ X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ X მომხმარებელთა სტატისტიკას რეგულარულად არ აქვეყნებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია სარეკლამო შემოსავლიდან $75 მილიონს დაკარგავდა, რადგან მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა პლატფორმაზე თავიანთი რეკლამების განთავსებაზე უარი თქვეს.
Reuters-ის კითხვებით, რატომ გაასაჯაროვა იაკარინომ დეკემბრის მონაცემები ან როგორი შედეგია ეს კომპანიისათვის, კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. მიმდინარე წლის ზაფხულში კი X-ის მფლობელი ილონ მასკი აცხადებდა, რომ პლატფორმას 540 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ნოემბერში X-ზე რეკლამების განთავსებაზე უარი თქვეს Apple-მ, Warnes Bros-მა, IBM-მა და სხვა მსხვილმა კომპანიებმა.