მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაჭაპურის ინდექსი 19.7%-ით გაიზარდა - ISET

63e21b9fe75d1
BM.GE
07.02.23 13:34
827
ISET-ის შეფასებით, 2023 წლის იანვარში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურ ჭრილში გაიზარდა და 6.88 ლარსა (ბათუმი) და 7.25 ლარს (თელავი) მერყეობდა.

ხაჭაპურის საშუალო ფასმა 6.93 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვრის მაჩვენებელს 19.7%-ით აღემატება. თვიურ ჭრილში საშუალო ღირებულება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 0.8%-ით ნაკლები იყო.

"ფასებს დეტალურად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ იანვარში წლიურმა ინფლაციამ ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასზე იმოქმედა: ყველი (+24.9%), რძე (+17.6%), საფუარი (+16.4%), კარაქი (+12.6%), ფქვილი (+10.9%), კვერცხი (+9.5%).

წლის ამ პერიოდში ფასების ზრდას, როგორც წესი, ადგილობრივი რძის წარმოების შემცირება და იმპორტირებული რძის ფხვნილით, რძის ნაღებით (მაგალითად, კარაქით) და რძის სხვა პროდუქტებით ჩანაცვლება იწვევს, რომლებიც ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. უკრაინაში რუსეთის ომმა რძის პროდუქტების მიწოდება შეაფერხა, რაც შესაძლოა, შესაბამისად, იწვევდეს საქართველოში იმპორტის გაძვირებას.

მართალია, საქართველოში სურსათის ფასები წლიურ ჭრილში იზრდებოდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასები უკვე მეცხრე თვეა მცირდება და FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა 2022 წლის ნოემბრიდან დაწყებული წლიურ ჭრილშიც კლება დაიწყო. როგორც წესი, საერთაშორისო ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზრებზე გვიან აისახება, თუმცა, თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე აღმავალი წნეხი შესაძლოა მალე შერბილდეს",  - წერს ISET-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები