მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხალხი, რომელიც რუსეთის ჩაგვრას ებრძვის - ამერიკელი კონგრესმენი ქართველებზე

5e345804d7c5c
BM.GE
31.01.20 20:26
1746
თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც რუსეთის ჩაგვრას ებრძვის - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი უილ ჰერდი „ტვიტერზე“ საქართველოსთან დაკავშირებით წერს და ერთ-ერთი მედიასაშუალების ბმულს აზიარებს, რომელიც კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს ეხება.

„ჩვენ გვესმის საპროტესტო აქციების შესახებ ჰონგ-კონგში და ირანში, თუმცა, პროტესტია საქართველოშიც. ესენი არიან თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც რუსეთის ჩაგვრას ებრძვის და ითხოვს, რომ მათმა მთავრობამ დაპირებული დემოკრატიული რეფორმები განახორცილოს. მოხარული ვარ, რომ კონგრესი მათ მხარს უჭერს ორპარტიულ დონეზე“, - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი უილ ჰერდი „ტვიტერზე“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები