მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის მოთხოვნას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ" - რესპუბლიკელი კონგრესმენი

კონგრესი

კონგრესმენი ჯონ კურტისი აშშ-ის სენატში ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესების ინიციატივას X-ის საშუალებით ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნებს მოთხოვნაში იგი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"საქართველოს აქამდეც უცხოვრია რუსული გავლენის ქვეშ. მათ ამის გამეორება არ სურთ. მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის მოთხოვნას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ", - წერს კონგრესმენი.

ჯონ კურტისი რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს. სწორედ ამავე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო დონალდ ტრამპიც, რომლის ინაუგურაციის შემდეგაც, "ქართული ოცნება" აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას მოელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები