მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარისხიანი წყალსაწრეტი სისტემა - კომპანია „ჯი არ სიმ“ ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

6079a137d03b3
BM.GE
16.04.21 16:17
2412
კომპანია „ჯი არ სი“ სამშენებლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. 2003 წლიდან კომპანიამ თავი დაიმკვიდრა როგორც იზოლაციისა და გადახურვის ექსპერტმა. მისი პარტნიორები არიან მულტინაციონალური კომპანიები: BASF; SSAB; Technonicol; URSA; FIRESTONE; ARCELORMITTAL, DONGBU და სხვები. „ჯი არ სი“ ბაზარზე ტრადიციულად წარმოდგენილია დიდი ასორტიმენტითა და ფართო არჩევანით.

„ჯი არ სიმ“ 2020 წლის მიწურულს EBRD-ის თანადგომით გახსნა ახალი საწარმო და დაიწყო წყალსაწრეტი სისტემების წარმოება სპეციალიზებული, ორმხრივად შეღებილი მასალისგან. ტრადიციისამებრ, კომპანია გათვლას აკეთებს გრძელვადიან და ენერგოეფექტიან პროექტებზე. შესაბამისად საწარმოს აღჭურვა მოხდა თანამედროვე ევროპული მანქანა დანადგარებით. კომპანიის თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს იტალიელ და ფინელ ინჟინრებთან.

შედეგად ქართულ ბაზარს ვთავაზობთ პროდუქტს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება არსებული ანალოგებისგან და უპირატესობების ხარჯზე, მომხმარებელს ბევრ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

„ჯი არ სის“ წყალსაწრეტი სისტემების ბრენდ მენეჯერი ჯაბა ჯანელიძე:

ჩვენ დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობთ და ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა ის მოთხოვნა და პრობლემური საკითხი, რასაც ჩვენი დამკვეთები აწყდებოდნენ. ამისთვის შევისწავლეთ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და დავიწყეთ ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც კარდინალურად განსხვავდება საქართველოში არსებული სისტემებისგან.
დღეს, საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ხელით (კუსტარული წესით) დამზადებული სისტემები ან პლასტმასის ანალოგები.

პლასტმასის მილებისა და ღარების უმეტესობა იაფფასიანი ნედლეულით არის დამზადებული და არ არის დაცული მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ამიტომ მათი სიცოცხლისუნარიანობა 1-2 წლით შემოიფარგლება.

რაც შეეხება კუსტარულად დამზადებულ სისტემებს - დამუშავება ხელის დანადგარებით ხდება, შესაბამისად ზედაპირის დაზიანება ღუნვისა და კეცვის დროს გარდაუვალია. მილების სიგრძე-სიგანე არასტანდარტული და განსხვავებულია.

ანალოგების უარყოფით მხარეებზე ბევრს არ შეგაწყენთ და ხაზს გავუსვამ ჩვენი პროდუქტის უპირატესობებს:

• მრგვალი ფორმა - ლამაზი და ჭარბი წყლის მოსაცილებლად ყველაზე ეფექტიანი გეომეტრიული ფორმაა. დიდი ფართობის სახურავებზე შესაძლებლობა გეძლევათ შეამციროთ დაშვების წერტილები (მცირდება ძაბრებისა და მილების რაოდენობა - პროექტი უფრო ეკონომიურია). ამას გარდა ღარის მრგვალი ფორმა უფრო მყარი და ელასტიურია ვიდრე სხვა დანარჩენი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ღარზე ხდება თოვლის დიდი მასებისა და წყლის ჭარბი ოდენობის ზეწოლა. მრგვალი ღარები ინარჩუნებენ ფორმებს იქ სადაც ოთხკუთხედი და სხვა ფორმის ღარები დეფორმირდებიან და ნაპირებიდან აპარებენ წყალს.

• მაღალი ხარისხის ნედლეული - სისტემა მზადდება სპეციალიზებული პრემიუმ კატეგორიის ორმხრივად შეღებილი და დაცული ფურცლისგან, რომლის სისქეც არანაკლებ 0,55 მმ-ია. შესაბამისად ის უფრო მყარია და მისი საექსპლუატაციო ვადა ბევრად ხანგრძლივია ანალოგიურ სისტემებთან შედარებით.

• მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი საწარმო - თანამედროვე იტალიური და ფინური ზუსტი დანადგარები უზრუნველყოფენ რკინის იმ აუცილებელი ძალით დამუშავებას, რაც საჭიროა მისი ფორმირებისთვის, მაგრამ არ იწვევს მისი სტრუქტურის შეცვლას, გადახურებას და ზედაპირის დაზიანებას. ეს კი თავისთავად უზრუნველყოფს პროდუქტის ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას.

• მონტაჟის სიმარტივე - ზემოხსენებული მაღალი სიზუსტის დანადგარები და სერიული წარმოება უზრუნველყოფს სისტემის დეტალების აბსოლუტურ იდენტურობას რაც ამარტივებს მის აწყობას. აღარ არის საჭირო დეტალების დამატებითი დამუშავება იმისთვის, რომ თავის ადგილზე ჩასვათ ან ერთმანეთზე დაამაგროთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის რომ „ჯი არ სის“ ახალ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და კომპანიის ახალ მიზანს სისტემის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი წარმოადგენს.

„სამშენებლო სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი სისტემების დანერგვა, ინოვაციური მიდგომები გაამარტივებს პროცესებს, დაზოგავს რესურსებს და ხელს შეუწყობს ინდუსტრიის განვითარებას. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ასეთ სიახლეს ბაზარზე სწორედ ასოციაციის წევრი კომპანია ნერგავს. წარმატებებს ვუსურვებ კომპანია „ჯი არ სის“ - ასე ეხმაურება ახალი საწარმოს ჩამოყალიბებას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანა საბახტარიშვილი.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები