ხარკოვის ერთ-ერთ უბანში დაფიქსირდა სროლები ცეცხლრეაქტიული საბრძოლო ტექნიკა „გრადიდან“. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე მარკეტთან ახლოს დაშავდა ერთი ქალი, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა. ერთ-ერთი მოხალისის წინასწარი ინფორმაციით, შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი და დაიჭრა - 14, თუმცა დაშავებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის შს მინისტრის ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ხარკოვში სროლები „გრადებით“ მიმდინარეობს. უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა ორ დასახლებულ უბანში იყო.




























