მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშური-აწყურის მონაკვეთზე ცალკეული ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

649ad331142b5
BM.GE
27.06.23 16:25
559
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ51-კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები