პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი შემოსავლების სამსახურში დაბრუნდა.
როგორც bm.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ის უწყებაში შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩევლის და პრესსაპიკერის პოზიციაზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტს რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა, მანამდე ის შემოსავლების სამსახურში პრესსაპიკერი იყო. მან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთ–ერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა.