მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაზარაძე: "წალენჯიხაში გადმოიტანეთ თქვენი კომპანიის ანგარიშები და აქ დატოვეთ მოგება"

6182d2bb49005
თამთა ჯიჯავაძე
03.11.21 22:12
1770
წალენჯიხაში გადმოიტანეთ თქვენი კომპანიის ანგარიშები და აქ დატოვეთ მოგება, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის უახლოეს ხანში შეიძენს წალენჯიხაში სახლს და გადასახლდება რაიონში.

„მე გადმოვსახელდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას და დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.
მოვუწოდებ ბიზნესმენებს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიის ანგარიშები და დატოვეთ მოგება აქ. ჩვენ ვაჩვენებთ როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, როგორ იმართება თვითმმართველობა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, წალენჯიხა გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები