მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

XE - მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა : რა ვიცით მის შესახებ?

626e55f6286e9
მარიამ ადამია
01.05.22 18:06
4944
მსოფლიოში ახალი COVID-19-ის ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც Omicron-ის ჰიბრიდული ვერსიაა და ორი შტამისგან - BA.1 და BA.2 ის კომბინაციისგან შედგება. BA.1 არის Omicron-ის ორიგინალური ვარიანტი, რომელმაც რამდენიმე ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციის ახალი ტალღა გამოიწვია და ქვეყნებს შეზღუდვების გამკაცრება აიძულა. BA.2 კი პირველად ნოემბერში აღმოაჩინეს და ის ახლა გამოჩნდა, როგორც დომინანტური კოროვირუსული შტამი 60-ზე მეტ ქვეყანაში. ამიტომაც, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, ჰიბრიდი კიდევ უფრო ინფექციურია, ვიდრე ის, რაც ამჟამად მსოფლიოშია გავრცელებული. მისი სახლეწოდებაა - XE და ჯანდაცვის ოფიციალური პირები მას თვალს აქტიურად ადევნებენ.

პირველად ვირუსი, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აპრილის დასაწყისისთვის, ვირუსის ახალი შტამით დაავადებულთა რაოდენობა ათასზე მეტი იყო და ახლა კიდევ უფრო გაზრდილია.

უნდა ველოდოთ თუ არა მორიგ ტალღას და რისკებს?  - ეს კითხვა Euronews-ის ჟურნალისტმა, რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორს, ფიჭურ მიკრობიოლოგიაში, დოქტორმა საიმონ კლარკს დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ ახალ ვარიანტზე დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია.

“ამ რეკომბინანტული ვირუსის შესახებ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა მან. პროფესორის თქმით, დაავადების გამოწვევის უნარის თვალსაზრისით, მეცნიერები ვერაფერს იტყვიან, სანამ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა არ დაინფიცირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი, მუდმივად აკონტროლებს XE-ს და ამბობს, რომ მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორმაციისთვის, XE პირველად 2022 წლის 19 იანვარს, ინგლისში აღმოაჩინეს და დაახლოებით, ერთი თვის წინ ქვეყანაში მისი 1,125 შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილიბრივი მეცნიერები ამბობენ, რომ ვარიანტი გადაცემის გზით გავრცელდა საზოგადოებაში, შემთხვევების უმრავლესობა კი, ინგლისის აღმოსავლეთით, ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთშია დაფიქსირებული. თუმცა ინფექციის ნიშნები იაპონიაში და ინდოეთშიც დადასტურდა. სპეციალისტები თქმით, ეს რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები