მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გარკვეული მასალები ამოიღო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მასალები ეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთს. ასევე, დღეს ირაკლი ქარსელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, მისი თქმით, სიცრუეა, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და ამით თითქოს რაიმე შეღავათს უწესებენ ბიძინა ივანიშვილს…
სტუმარი: ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი; თავმჯდომარე


































