სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის ჭრა მიმდინარეობს. ამ ამბის შფოთის მიზეზეზად ქცევა ვიდრე მოხდება საქმიანი მაყურებლისთვის განვმარტავ, რომ ეს ამბავი სანიტარულ ჭრას უკავშირდება, რაც ტყის საფარისათვის აუცილებელი პროცესია. უკვე დასახელებულ ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებლის გამო წლებია ტყეს პრობლემები ექმნება და სწორედ ამ სანიტარული ჭრის დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომები გაჯანსაღდეს. სანიტარულ ჭრაში ისეთი ხეები ინიშნება, რომელთა ადგილზე დატოვებაც მავნებლის და დაავადებების გავრცელების საფრთხეს ზრდის.
სტუმარი: ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტო, უფროსის მოადგილე


































