საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზღვისპირეთში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს მათ შორის ახალი პორტების მშენებლობა.
„ყველაფერთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარიბჭე კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავიზღვისპირეთში, საქართველოში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ახალი პორტების მშენებლობასაც მათ შორის“, - აღნიშნა პრემიერმა.