მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, კანდიდატის სტატუსზე შანსი მეორედ არ წაგვერთვას - TI

64156354ad921
მარიამ ვარადაშვილი
18.03.23 14:00
679
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

გადაცემა “წერტილში” მან ასევე თქვა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია ქვეყანას მეორედ მაინც არ წაერთვას ეს შესაძლებლობა. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, 2022 წელს საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. სტატუსის ნაცვლად ქვეყანამ ევროკომისიისგან 12 რეკომენდაცია მიიღო, რაც გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა. 

“საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრი ქვენის სტატუსის მიღებას ნამდვილად იმსახურებს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ეს შანსი არ წაგვერთვას, რადგან შარშან ეს შანსი წაგვერთვა და ახლა ეს აღარ უნდა დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში გაიგებენ ქართველი ხალხის ხმამაღალ ნათქვამს, რომ გვინდა ვიყოთ და ვიმსახურებთ ევროპის ნაწილი ვიყოთ, მიუხედავად იმისა მთავრობა რას იზამს. უკრაინასა და მოლდოვას უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუსს გაძლევთ და გვჯერა რომ თქვენ ამას გააკეთებთ. ბევრი გზა შეიძლება არსებობდეს ამ სტატუსის მისაღებად, მთავარია თითოეულმა ჩვენთაგანმა პრინციპულად მოვითხოვოთ, რომ ეს შანსი არ წაგვართვას. მგონია, რომ ბიზნესსაც შეუძლია ამ მიმართულებით საკუთარი სიტყვა თქვას. ამ წარმატებას [უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება] იმიტომ მივაღწიეთ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი ერთად დადგა”,-ამბობს ონიანი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები