მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლების ქცევა კლეპტოკრატიის ნიშნებს შეიცავს - გიორგი ონიანი

641594baac0ea
მარიამ ვარადაშვილი
18.03.23 22:47
725
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლების ქმედებში კლეპტოკრატიის ნიშნები ჩანს.

როგორც მან გადაცემა “წერტილში” თქვა, ამის მიზეზი ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ფაქტობრივად მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტებია.

“სამწუხარდო, ჩვენ ვცხოვრობთ დე ფაქტო სახელმწიფოს მიტაცების პირობებში, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აკონტროლებს და ამ პოლიტიკური ძალის უკან ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი დგას. ჩემი აზრით, მათ შეექმნათ შეხედულება, რომ ისინი არიან ბატონ-პატრონები ქვეყნისაც და სახელმწიფო ინსტიტუტებისაც. ისინი ანგარიშვალდებულებას მხოლოდ ამ ერთი ადამიანის მიმართ და არა ქართველი ხალხის მიმართ გრძნობენ. [კლეპტოკრატია] მგონი გაფორმებულიც არის და მისი ნიშნები რომ არის დღევანდელი ხელისუფლების ქცევაში, ამაზე საერთაშორისო გამჭვირვალობის მთავარმა ოფისმაც ისაუბრა”,-განაცხადა ონიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები