მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელნაკეთი სანათების კომპანია Lampino სახელოსნოს გახსნას გეგმავს

6464d06e95479
ნანუკა ნარიმანიძე
22.05.23 09:25
850
ხელნაკეთი სანათების კომპანია Lampino სახელოსნოს გახსნასა გეგმავს - ამის შესახებ მისმა დამფუძნებელმა ქეთი ნოზაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

Lampino 2019 წელს სანათების და ხელოვნების სიყვარულით, საცხოვრებელი ბინის ერთ ოთახში დაფუძნდა, დღეს კი ის უკვე ქართული, უნიკალური დეკორატიული პროდუქტის შემქმნელ ბრენდად აგრძელებს ჩამოყალიბებას. სანათები ქართულ არქიტექტურაში ასახულ ისტორიულ და კულტურულ მოვლენებს გადმოსცემს. პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არსებულ რამდენიმე სუვენირების მაღაზიებში და etsy-ზე არის შესაძლებელი.

„ვაპირებ სახელოსნო სივრცის გახსნას სადაც კოლექციებზე მუშაობის პარალელურად შევძლებთ მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციას, მათ გამასპინძლებას, ხელოვნებაზე საუბარს და რაც მთავარია, მოთხოვნიდან გამომდინარე ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებელი თავად ნახავს რას ვაკეთებ, როგორ ვმუშაობ იდეაზე და მის განხორციელებაზე. ვფიქრობ, ჩემი მაგალითი ადამიანებს სიახლისკენ, საკუთარი თავის ძიებისა და ახლებურად აღმოჩენისკენ უბიძგებს. ადგილზე მზა ნამუშევრების შეძენაც იქნება შესაძლებელი“, - დასძინა მან

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი წარმადობის გაზრდასა და გუნდის გაფართოებას გეგმავს.

„Lampino განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს უცხოელებში, მნიშვნელობა არ აქვს იცნობენ თუ არა ისინი საქართველოს, მეტიც, ეს გაცნობის შესანიშნავი საშუალებაა. ამ ეტაპზე გვაქვს etsy-ს ონლაინ მაღაზია რომლის საშუალებითაც ვყიდით ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება, შესაბამისად გავზრდით წარმადობასაც. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაყიდვების რაოდენობაც გაიზრდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ადამიანი ვმუშაობთ, უახლოეს მომავალში ეს შეიცვლება და კადრებს დავიმატებთ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბრენდი პროდუქტისთვის საჭირო მასალას ადგილობრივ ბაზარზე იძენს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები