მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიებმა ვალდებულება აიღეს, ტექნოლოგიის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახადონ - ბაიდენი

64bb96d88abdd
ალა ისპირიანი
22.07.23 14:00
447
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებთან მიღწეულია შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

როგორც ბაიდენმა განაცხადა, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შვიდმა კომპანიამ, მათ შორის OpenAI-მ, Alphabet-მა და Meta Platforms-მა ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღეს რათა ტექნოლოგიის გამოყენება უფრო უსაფრთხო გახადონ.

დაპირებებს შორის არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალების მონიშვნის ვალდებულება. კომპანიებმა ასევე პირობა დადეს, რომ ფოკუსირება მოახდენენ მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას და იმის უზრუნველყოფას, რომ ტექნოლოგია არ იქნება მიკერძოებული და არ გამოიყენება დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციისთვის. ასევე, კომპანიების პირობაა, რომ ახალი სისტემების გამოშვებამდე მათი დეტალური შემოწმება მოხდება.

”ეს ვალდებულებები პერსპექტიული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი ერთად. ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ ტექნოლოგიურ ცვლილებას მომდევნო 10 წელიწადში, ან თუნდაც მომდევნო რამდენიმე წელიწადში, ვიდრე ვნახეთ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეს იყო გასაოცარი აღმოჩენა ჩემთვის, გულწრფელად რომ ვთქვათ,” - თქვა ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები