მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, NVIDIA-ს დამფუძნებლის ქონება გაორმაგდა

6465da9e76a75
გიორგი არონია
18.05.23 11:55
1072

ხელოვნური ინტელექტისა და მომიჯნავე ტექნოლოგიების გლობალური ბუმის ფონზე, გასული ერთი წლის განმავლობაში, მიკროჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, ამერიკული NVIDIA-ს აქციის ღირებულება 106%-ით გაიზარდა, რაც S&P 500-ის ინდექსში შემავალი კომპანიების მიერ დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის, იენსენ ჰუანგის პირადი ქონების შეფასება, რომელსაც Bloomberg-ი $27.3 მილიარდად აფასებს.

იენსენ ჰუანგის ქონების შეფასების ასეთი სწრაფი გაზრდა OpenAI-სა და Microsoft-ის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს, ChatGPT-ის და იმ ბუმს უკავშირდება, რომელიც ამ ტექნოლოგიის საჯაროდ გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. ინვესტორებს სჯერათ, რომ სწორედ NVIDIA იქნება ის კომპანია, რომელიც კომპანიებს ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გრაფიკული პროცესორებით მოამარაგებს. არადა, გასულ წელს, NVIDIA ერთ-ერთი ის კომპანია იყო, რომელმაც ტექნოლოგიური კომპანიების დაღმავლობით მნიშვნელოვნად იზარალა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები