მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელოვნური კუნძულის მშენებლობით ადგილობრივ მიკროფლორას ახალ სიცოცხლეს შევუქმნით“ - ინვესტორი

6339b83a7b22e
გიორგი არონია
03.10.22 22:25
700

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობით ადგილობრივ მიკროფლორას ახალი სიცოცხლე შეექმნება, - ამის შესახებ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ერთ-ერთმა ინვესტორმა ფრიდონ ქათამაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას მერე გახდა, რაც გაირკვა, რომ ხელოვნური კუნძული ბათუმის შემოსასვლელში პორტის სიახლოვეს გაშენდებოდა.

"თითქმის ასი წელია, რაც ბათუმის პორტი არსებობს და მოგეხსენებათ, რომ ამ აკვატორიაში, ნავთობტერმინალიდან ნავთობის გადაქაჩვა ხდებოდა - დღეს, ეს აკვატორია ნავთობპროდუქტებით ყველაზე მეტადაა დაბინძურებული. რასაც ჩვენ ვქმნით დაფარავს ამ დაბინძურებულ ტერიტორიას, მოხდება რეკულტივაცია და ახალი სიცოცხლეს შევუქმნით იმ მიკროფლორას, რომელიც ზღვის ნაწილში არასრულყოფილია“, - განაცხადა ფრიდონ ქათამაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ოფიციალურად მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უზრუნველყოფს, რომლის აქციონერები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი და ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძე არიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები