მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელს შევუწყობთ ბიზნესის სწრაფ გაჯანსაღებას“ - რას მოიცავს მთავრობის 10-წლიანი გეგმა

60d5c2ef5491d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 16:43
676
„ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესის ეფექტიან და სწრაფ გაჯანსაღებას“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომზე მის მიერ დაანონსებული 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმის კონტურების და ასევე, მთავრობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებს, რათა შედეგად სეხელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდეს.

ხელმისაწვდომი, იაფი სესხები; სახელმწიფო ბიზნესის გარანტორი და ა.შ. - პრემიერის მტკიცებით, განვითარების გრძელვადიან გეგმაში ეს და სხვა მექანიზმებია ჩადებული.

„განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ჩვენი გეგმის მიხედვით, პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 1 300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო დაფინანსდება, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მლრდ ლარს შეადგენს. მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით რეგიონალური მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმი დაინერგება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონში ბიზნესცენტრების განვითარებას გულისხმობს; ასევე სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს. კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა პანდემიის გამო დადგა.

ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესის ეფექტიან და სწრაფ გაჯანსაღებას. რეგულაციების შემსუბუქების და ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების პარალელურად გაიზრდება „აწარმო საქართველოში“ პროგრამების არეალი და მასშტაბები. დღეს სახელმწიფო მიერ ბიზნესის მხარდაჭერის სრულიად ახალ ეტაპს ვიწყებთ. დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისთვის, ამასთან ჩვენ არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთს დავაფინანსებთ, არამედ სესხის თანაგარანტირებასაც მოვახდენთ, ეს ნიშნავს, რომ ფინანსებზე წვდომა კიდევ უფრო მეტ ადამიანს და ბიზნესს გაუჩნდება.

ჩვენ შემოგვაქვს თვისობრივად ახალი მექანიზმები იმპორტის ჩამნაცვლებელ და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისთვის, ასევე სპეციალური პროგრამა აგრო და ეკოტურისტული პროექტების მხარდაჭერისთვის, დამატებითი საგრანტო მექანიზმებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები