ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Xiaomi-მ თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი წარადგინა, რომელმაც, კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, კონკურენცია Porsche-ს და Tesla-ს უნდა გაუწიოს.
სმარტფონებისა და საოჯახო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ მინიმალისტური დიზაინის მქონე უნივერსალური ავტომობილი შექმნა, რომელიც კომპანიას ახალი ბაზრის ათვისების საშუალებას მისცემს. თუკი Xiaomi-ს ხელმძღვანელებს დავუჯერებთ, 15-20 წელიწადში კომპანია ელექტრომობილების მწარმოებლების ხუთეულში აღმოჩნდება, რაც სწორედ ამ მოდელის წარმატებით იქნება განპირობებული.
ელექტრომობილის სახელწოდებაა SU7 (Speed Ultra 7) და მისი რამდენიმე ვერსიაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე დაბალ კომპლექტაციას ერთი დამუხტვით 668 კილომეტრის გავლა შეუძლია, SU7-ის პრემიუმ ვერსია კი 800 კილომეტრის გავლას შეძლებს, რაც 150 კმ-ით მეტია Tesla Model S-თან შედარებით.
Xiaomi-ს გენერალური დირექტორის, ლეი ძუნის განცხადებით, აჩქარებით, მოქნილობითა და მართვის გამოცდილებით SU7 ღირსეულ კონკურენციას გაუწევს Porsche Taycan-ს, რომელიც ინდუსტრიის ეტალონად ითვლება. რამდენად მოახერხებს მაცივრების, ტელევიზორებისა და სმარტფონებს მწარმოებელი ჩინური კომპანია გერმანული ტიტანის დამარცხებას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ Xiaomi-ს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარზე თავის დამკვიდრება და ელექტრომობილების ბუმით სარგებლის მიღება სურს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.