მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xiaomi-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა

xiaomi ev

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Xiaomi-მ თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი წარადგინა.

სმარტფონებისა და საოჯახო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ მინიმალისტური დიზაინის მქონე უნივერსალური ავტომობილი შექმნა, რომელიც კომპანიას ახალი ბაზრის ათვისების საშუალებას მისცემს.

ელექტრომობილის სახელწოდებაა SU7 და მისი რამდენიმე ვერსიაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე დაბალ კომპლექტაციას 295 ცხენის ძალა აქვს და ის უკანა წამყვანია (RWD). რაც შეეხება ყველაზე მძლავრ ვერსიას, ის 663 ცხენის ძალის მქონე სისტემითაა აღჭურვილი და თან ის ოთხივე წამყვან თვალს (AWD) ფლობს.

SU7-ის უმძლავრესი ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ს აღწევს. საინტერესოა, რომ ელექტრომობილის სამი ვერსია შემდეგი სახელწოდებით იქნება წარმოდგენილი: SU7, SU7 Pro და SU7 Max, რაც სმარტფონის დასახელების სისტემას უფრო ჰგავს, ვიდრე ავტომობილის.

ბატარეის მოცულობასა და მაქსიმალურ მანძილთან დაკავშირებით კომპანიას ოფიციალური კომენტარები ჯერაც არ გაუკეთებიათ, თუმცა ექსპერტები SU7-ში 800-ვოლტიანი არქიტექტურის გამოჩენას ელიან, რაც ბატარეის ძალიან სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს.

ელექტრომობილის შექმნით Xiaomi-ს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარზე თავის დამკვიდრება და პორტფელის დივერსიფიცირება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები