ჩინური ტექნოლოგიური და ავტომწარმოებელი კომპანიის, Xiaomi-ს შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.5%-ით გაიზარდა და $16.16 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით კომპანიამ ეკონომისტების მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში Xiaomi-მ წმინდა მოგებამ ≈$1.5 მილიარდი შეადგინა და გასული წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით 75.4%-იანი ზრდა დააფიქისრა.
Xiaomi-ს შემოსავლების საგრძნობი ზრდა მათ ტელეფონებსა და ავტომობილებზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. კომპანიის სმარტფონები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე უპირობო ლიდერია. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ევროპის რეგიონშიც, სადაც Xiamoni-მ Apple-ს გადაასწრო და მეორე კვარტალში ყველაზე მოთხოვნად ტელეფონად იქცა.
კომპანიას სერიოზული წინსვლა აქვს ელექტრომობილების გაყიდვის კუთხითაც. გასულ 3 თვეში მომხმარებლებმა Xiaomi-ს 81,302 ავტომობილი შეიძინეს, რითაც ბაზრის ლიდერმა ≈$2.88 მილიარდის მოგება მიიღო.
მსგავსი დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, Xiaomi-ს აქციების ფასები 1.2%-ით შემცირდა. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ბოლო პერიოდში კომპანიის მიერ დაჩქარებული დივერსიფიცირების ფონზე ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ. აღსანიშნავია, რომ ამ მცირედი კლების მიუხედავად, კომპანია საკმაოდ კარგ პოზიციას ინარჩუნებს, რადგან ბოლო ორ კვარტალში Xiaomi-ს აქციების ფასი 52%-ით გაიზარდა.




























