მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხის კოტეჯის 1 კვ/მ-ის ფასი 1 300 ლარიდან იწყება - “ოდაჰაუსი”

64072b2ed941a
ლიკა გურაბანიძე
12.03.23 22:00
2013
ხის კოტეჯებზე მოთხოვნა იზრდება. ამის მიზეზი წლების განმავლობაში მომხმარებლებში გაზრდილი ნდობა და ბოლო ერთ წელში ტურიზმის სექტორში გამოსწორებული ვითარება სახელდება. “ოდაჰაუსის” ადმინისტრაციული მენეჯერი მარიამ გუგუციძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით, წელს გაორმაგებულია.

“გასულ წელთან შედარებით ფასები ჩვენთან 15%-ით გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა მაინც მზარდია. ფასების ზრდა მუშახელის ხელფასების მატებამ და იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. ამ ეტაპზე "ოდაჰაუსში" 1 კვ მეტრის ღირებულება 1 300 ლარიდან იწყება.

ზამთარში ხის სახლებზე ისეთივე მოთხოვნა იყო, როგორიც ზაფხულობითაა. ადრე პირიქით იყო, ზამთარში ზაფხულთან შედარებით მოთხოვნა იკლებდა. მოთხოვნადი გახდა ქართველების მხრიდან თბილისის შემოგარენში საზაფხულო სახლების აშენება. ხის კოტეჯებზე მოთხოვნას განაპირობებს ისიც, რომ ტურიზმში მდგომარეობა გამოსწორებულია და ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა,” - აღნიშნა “ოდაჰაუსის” ადმინისტრაციულმა მენეჯერმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე “ოდაჰაუსში” 50%-50%-ზეა კომერციული და კერძო პირების დაკვეთები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები