მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის დილემა

BM.GE
14.07.23 13:15
152
მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ფერმერები მორიგი აქციის გამართვას წნორში აანონსებენ. აქცია წესით დღეს უნდა გაიმართოს. ფერმერების სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: წისქვილკომბინატებმა პრემიერის ბრძანება შეასრულონ; 1 კგ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე 30-თეთრიანი გადასახადი დაწესდეს და საბანკო ვალდებულებები გადაუნაწილდეთ. გუშინ, მთავრობამ დაანონსებული აქციის წინმსწრებად ერთი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეზღუდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ დაღერღილი ხორბლის იმპორტი 1 ნოემბრამდე აღარ განხორციელდება. ნათელია თუ არა, რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას დარგთან და ამ დარგთან მომიჯნავე სხვა საქმიანობებთან მიმართებით? 

სტუმარი: მალხაზ დოლიძე - "პურის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები