მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა დღეიდან იხსნება - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

642e8898de3e8
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 13:00
485
6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მიიღო.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლისა ექსპორტის დროებით შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას, მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება - ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნილია.

„ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზრებზე მოახდინონ“, - აღნიშნავენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორბლის ექსპორტის ვადამდე ადრე გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათთვის დღეს საექსპორტო ბაზრებზე ხორბლის გატანა მისაღები არ არის, რადგან ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ ხორბლის სარეალიზაციო ფასი ერთნაირია და 1 კგ-ზე 55 თეთრს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები