ხორბლის იმპორტიორები მოსახლეობას ფქვილის გაძვირების შესახებ აფრთხილებენ
BM.GE
01.05.18 23:37
• 1242
ხორბლის იმპორტიორები მოსახლეობას ფქვილის გაძვირების შესახებ აფრთხილებენ. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ფიტოსანიტარული კონტროლის წესში მთავრობის დადგენილებით შესული ცვლილებებია, რომლის მიხედვით, გენმოდიფიცირებაზე ანალიზი საქართველოში, ხორბლით დატვირთულ ყველა შემოსულ მანქანას უნდა ჩაუტარდეს, რაც იმპორტიორების ინფორმაციით, 250 ლარი ჯდება. აქამდე ეს პროცედურა მათთვის უფასო იყო. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება 27 მარტით თარიღდება.