მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის იმპორტიორი კომპანია "აგრიკომი" ბაზრიდან გავიდა - რა გახდა ამის მიზეზი?

5e3844f73ccbb
ანუკა ჯოხაძე
03.02.20 20:50
2219
ხორბლის იმპორტიორი კომპანია “აგრიკომი” ბაზრიდან გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ის ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განუცხადა. როგორც კუბლაშვილი ამბობს, ისინი ოპერირებას ქართულ ბაზარზე “აგრიკომის” შვილობილი კომპანიის “ფოთის მარცველეულის ტერმინალის” სახელით აგრძელებენ.

კუბლაშვილის განმარტებით, ქართული ხორბლის ბაზარზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, არც თუ ისე მარტივია ორი კომპანიით ოპერირება. ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ხორბლის იმპორტიორმა ისაუბრა, რუსეთის ბაზრიდან შემოტანილი ხორბალია, რომლის შესყიდვაც რუსი ფერმერებისგან არალეგალურ გარემოში ხდება და რომელსაც კონკურენციას კომპანიები ვერ უწევენ.

“ორი კომპანიით ძალიან რთულია დღევანდელ პირობებში ოპერირება, ამიტომაც "აგრიკომი" გავიდა საერთოდ ბაზრიდან და ფოთის მარცვლეულის ტერმინალი ასრულების ორივე კომპანიის ფუნქციას, რაც უკავშირდება ხორბლის იმპორტს, საბაჟო ოპერაციას, ყიდვას და გაყიდვას. ამის უკან ბევრი სხვადასხვა მიზეზი და პრობლემა დგას. მათ შორის ხორბლის ბაზრის ქაოტური მდგომარეობა. კვლავ გრძელდება ჩვეულებრივად ნახევრად ლეგალური ხორბლის შემოდინება ავტომანქანებით, რაც რუსეთიდან, ლარსიდან ხორციელდება.

ნახევრად არალეგალური არ გულისხმობს საქართველოს ნაწილში არალეგალურობას, ეს არის რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო მოქცევა. ფასის დისბალანსი შესაბამისად არსებობს იმიტომ, რომ კონკურენციის გაწევა, როდესაც ხარ კეთილსინდისიერი მეწარმე, ძალიან რთულია არალეგალურ ნაწილთან”-ამბობს ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი.

კომპანია "აგრიკომი" ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და მის ძირითად საქმიანობას ხორბლის იმპორტი წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები