მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორვატია რუსული კოვიდ-ვაქცინის ავტორიზაციას გეგმავს

602e7091a41f0
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.21 22:14
713
ხორვატიის მთავრობა მოსკოვთან კორონავირუსის რუსული წარმოების ვაქცინის შესყიდვას განიხილავს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ვილი ბერსოსი აცხადებს, ხორვატია გეგმავს მედიკამენტის გამოყენებას მანამ, ვიდრე ევროკავშირის მარეგულირებელი მას ავტორიზაციას მიანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსული Sputnik V ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო უნგრეთმა. ამ მომენტამდე, უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენება დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

ხორვატიულ რადიოსთან ინტერვიუში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის თაობაზე უკვე ესაუბრა რუსეთის ელჩს. ცნობისთვის, რუსეთი, ამ მომენტისთვის, ევროკავშირის მარეგულირებლისგან Sputnik V ვაქცინის უსაფრთხოების დადასტურებას ელის, მაგრამ ხორვატიული მხარე მოცდის აუცილებლობას ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რუსულ ვაქცინა Sputnik V-ის ამ ეტაპზე 27 ქვეყანა იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები