მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთი სასარგებლო შეთავაზება სილქნეტისგან!

63fee88fc2aa5
BM.GE
01.03.23 09:49
741
სილქნეტმა შეთავაზებები განაახლა და მომხმარებელთა სურვილებს მოარგო. გთავაზობთ, აქციებს შორის ყველაზე პოპულარულ შეთავაზებებს:
მარტის ჩათვლით ზამთრის „90 დღიანი პაკეტები“ ძალაში რჩება!

უფრო მეტს საუბრობთ, თუ ყველაზე მეტად ინტერნეტს იყენებთ? შეგიძლიათ სპეციალურ ფასად მოიმარაგოთ მეგაბაიტები და სასაუბრო დრო, ან ორივე ერთად- მთელი სამი თვით.

ირჩევთ და იაქტიურებთ სასურველ პაკეტს კოდით *022#:

• 25 000 MB - 24 ₾
• 1000 ადგილობრივი წუთი - 24 ₾
• 50 000 MB – 45 ₾
• ულიმიტო ინტერნეტი - 79 ₾
• ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო SMS - 54 ₾
• ულიმიტო სასაუბრო + ულიმიტო ინტერნეტი + ულიმიტო SMS - 129 ₾

პაკეტების ჩართვა შესაძლებელია საიტიდანაც.

"შენი ოთხეული" 30 დღე უფასოა!

მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობა შეუზღუდავად და ულიმიტოდ შეგეძლებათ, თუ განახლებული „შენი ოთხეულით“ ისარგებლებთ. მიმდინარე აქციით პირველი 30 დღე უფასოა. შეძლებთ ჩართოთ სილქნეტის ქსელის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 ნომერი და ვადის ამოწურვამდე, ესაუბროთ რჩეულ ნომრებს გადასახდელის გარეშე. ერთი თვის შემდეგ კი, სერვისზე „შენი ოთხეული“ ამოქმედდება სტანდარტული ტარიფი:

• მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 ნომერზე - 3 ₾/თვე
• 4 ფავორიტ ნომერზე - 4₾/თვე

მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით, ან სერვის ცენტრში ვიზიტისას.

eSIM - ყველაზე კომფორტული გადაწყვეტილება საჩუქრით!

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ eSIM-ით, სწორედ რომ კარგი დროა ციფრული მობილური ნომრის შესაძენად, რადგან საჩუქრად 2000 MB მობილურ ინტერნეტს გაიაქტიურებთ.

eSIM კომფორტულია და ფიზიკური SIM ბარათის ყველა ფუნქციას ასრულებს. სმარტფონში გააქტიურებული ციფრული ნომერი არასდროს დაიკარგება ან დაზიანდება. იმ მობილურ მოწყობილობაში კი, სადაც ორი ფიზიკური სიმ ბარათი არ თავსდება, მომხმარებელი eSIM-ის მეორე ნომრად გამოყენებას შეძლებს.

შეიძინეთ სილქნეტის ნებისმიერ სერვის ცენტრში eSIM ან ონლაინ და აქციის ფარგლებში, გაიაქტიურე საჩუქარი აპლიკაციიდან MySilknet.

სილქნეტის ქსელში ღამით ინტერნეტი იაფია!

თუ 00:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში აქტიურად სარგებლობთ ინტერნეტით და გჭირდებათ უფრო მეტი სიჩქარე, ვიდრე თქვენს რჩეულ პაკეტშია, ჩაირთეთ დამატებითი მომსახურება „ღამის ექსპრესი“, რაც 50მბ/წმ -ით გაგიზრდის სიჩქარეს.

მომსახურების პირველი თვე აქაც უფასოა. ყოველ მომდევნო თვეს სერვისი ავტომატურად განახლდება და თვეში 5 ლარად 50მბ/წმ-ით მეტ ინტერნეტს მიიღებთ ყოველდღიურად, ღამის საათებში. ამ დამატებითი მომსახურების საფასური სააბონენტოსთან ერთად დაირიცხება.

"ღამის ექსპრესით" სარგებლობა შესაძლებელია ოპტიკური ქსელის ნებისმიერ პაკეტზე, გარდა "ფორმულა 1" ისა. მომსახურება იზღუდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლს დავალიანების გამო გათიშული აქვს სერვისი, ასევე ინტერნეტის მიწოდების სიჩქარე აჭარბებს 100მბ/წმ-ს.

ორი სერვისი სახლისთვის სააქციო ფასად!

მაღალსიჩქარიან ინტერნეტს და მრავალფეროვან სატელევიზიო ეთერს ალტერნატივა არ აქვს. სილქნეტის აქციით, თბილისის მასშტაბით, ჩაირთავთ ორივე სერვისს - თვეში მხოლოდ 50 ლარად.

პაკეტით „დრაივი“ მიიღებთ 35მბ/წმ სიჩქარეს, პაკეტით „კომფორტი“ – 170-ზე მეტ არხს.

შეუკვეთეთ ახლავე და დაზოგეთ ხარჯები. ინსტალაცია უფასოა.



(რ)