მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

639a2594467d7
BM.GE
14.12.22 23:27
718
ხვალ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ალი ასადოვი და ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

"15 დეკემბერს, 11:00 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები