მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ „IDS ბორჯომსა“ და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართება

60ad060c3b28d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.21 18:24
699
ხვალ „IDS ბორჯომი საქართველოს“ პირველი ქარხნის დირექტორი გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება. ამ ინფორმაციით პროფკავშირების აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ გაფიცულებს მიმართა.

BM.GE-ის აღნიშნული ინფორმაცია კომპანიაშიც დაუდასტურეს და უთხრეს, რომ „ბორჯომის ჩამომსხმელ პირველ ქარხანას ახალი დირექტორი ჰყავს. "მერაბ ახმეტელი ჩვენი იურისტი იყო და დირექტორი გახდა. ხვალ გაიმართება შეხვედრა“, - ამბობენ კომპანიაში და დასძენენ, რომ დეტალებზე კომპანია ხვალ ისაუბრებს.

გიორგი დიასამიძემ კი გაფიცულებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათთვის წარმოების პროცესის შეფერხება მიზანს არ წარმოადგენს.

„კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებისა და შეთანხმების მზაობა არის. ახალ დირექტორთან საუბრისას დეტალებზე არ გვისაუბრია, თუმცა ვისაუბრეთ, რომ შეხვედრა საჭირო და აუცილებელია. ხვალ 12:00 საათიდან 13:00 საათამდე იქნება შეხვედრა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მოწოდებული, რომ ამ ქარხანას რაიმე სახის პრობლემები შექმნოდა. ის პრობლემები, რომელიც ურთიერთობებშია გასავლელი. იმედი მაქვს, ხვალ დეტალების გავლის შემდეგ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ სამუშაოები გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში და თქვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს“, - მიმართა დიასამიძემ გაფიცულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები