მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად ეკატერინე ტიკარაძე სავარაუდოდ, გიორგი ჩოგოვაძეს წარადგენს

5e36dd7ebcc59
BM.GE
02.02.20 18:11
1828
ჯანდაცვის სამინისტრო ხვალ, 11:30-ზე სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის წარდგენას გეგმავს - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანონსში არის ნათქვამი, თუმცა არაა დაკონკრეტებული თუ ვინ იქნება ახალი უწყების ხელმძღვანელი. 

BMG-ის ინფორმაციით, ამ ახალ ჰოლდინგს "აეროპორტების გაერთიანების" უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. 

როგორც BMG-ისთვის პარასკევს გახდა ცნობილი, ეკატერინე ტიკარაძე გიორგი ჩოგოვაძეს იმ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მართვას ჩააბარებს, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდებიან.

სწორედ აღნიშნული სამედიცინო ჰოლდინგის პრეზენტაცია იგეგმება 3 თებერვალს. 

ცნობისთვის: 2015 წელს საქართველოს მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" სამართავად თბილისში მდებარე სამი მსხვილი კლინიკა - "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გადასცა. რამდენიმე კვირის წინ დავით საგანელიძის უწყებაში bm.ge-ის უთხრეს, რომ ეკატერინე ტიკარაძის მიერ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის დაანონსების შემდეგ, 2019 წლის 22 ნოემბერს ფონდმა მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა დაჩქარდეს იურიდიული ღონისძიებების გატარება ფონდის შვილობილი კომპანიის „კლინიკების მართვის კომპანიის“ მფლობელობაში არსებული კლინიკების ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადასაცემად. როგორც ჩანს, აღნიშნული პროცესი, ჯერჯერობით, არ დასრულებულა.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელად კი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს თამარ არჩუაძე წარადგინა. არჩუაძემ აეროპორტების გაერთიანებაში სამოქალაქოს ავიაციის სააგენტოდან გადმოინაცვლა, სადაც ის დირექტორის მოადგილე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები