მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22 საათამდე ექნებათ

6124c4f804876
BM.GE
24.08.21 14:04
1916
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს ახალი შეზღუდვების შემოღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ
განაცხადა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა 23 საათის ნაცვლად, დაშვებული იქნება 22 საათამდე.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, საბჭომ დღეს რამდენიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, ხვალიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები