მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან საბურთალოზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება - ტარიფები

5f5893cd4cf5f
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 12:40
6091
ხვალიდან საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემა პეკინსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მოქმედების პრინციპები განმარტა და აღნიშნა, ვისთვის იქნება ფასიანი და ვისთვის - უფასო, პარკირების სისტემით სარგებლობა.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირისა და მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.
მოსახლეობამ უნდა მიმართოს იქ განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს, სადაც ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ, რადგან ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება შემოდის, ავტომობილების გაჩერება იქნება უფასო ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ხოლო მოსულ სტუმრებს 15 წუთი ექნებათ უფასო, ხოლო საათის ღირებულება იქნება 1 ლარი.

გარდა ამისა, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, ვისაც ელექტრომობილები ჰყავს და ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რისთვისაც სპეციალური სივრცეები იქნება განკუთვნილი“, - განმარტა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები