მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან სოციალურად დაუცველი თითო ბავშვი 200-ლარიან დახმარებას აიღებს - პრემიერი

649efafe1aa8e
BM.GE
30.06.23 19:50
442
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ნული იყო 2012 წელს, ხვალიდან თითო ბავშვზე დახმარება 200 ლარი გახდება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ნახევარ მილიარდს ხარჯავს.

„50 ლარი იყო ეს დახმარება. ჩემ დროს გაიზარდა და 200 ლარი გახდა, 1 ივლისიდან, ხვალიდან 200 ლარი იქნება დახმარება თითო ბავშვზე - ნახევარ მილიარდს ვხარჯავთ. საკმარისია?! შეიძლება არ არის საკმარისი, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, როცა გვექნება საშუალება, კიდევ მეტს გავაკეთებთ.

პენსიები გავზარდეთ, სოციალური დახმარებები გავზარდეთ. ჩვენ, გახსოვთ, რომ დავიწყეთ ასევე სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა, 40 000 მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩავრთეთ აქტიურად, ამ ადამიანების დიდი ნაწილი გადადის ეტაპობრივად კერძო სექტორში. ეს ხო პროცესია, ამას მუშაობა უნდა და რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი წახალისებაც.

ბავშვებზე დახმარება ნული იყო 2012 წელს - საერთოდ არავითარი დახმარება არ არსებობდა ბავშვებთან მიმართებაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები