მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ“ — ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „ნანუკას ფონდისთვის“ ყადაღის მოხსნაზე უარი მიიღეს.აღნიშნულის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პროკურატურა სოლიდარობის ფონდების — "ნანუკას ფონდის", Prosperity Georgia-ს, "სირცხვილიას", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ს" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხა 17 მარტს დააყადაღა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა და მარშებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ხოლო საქველმოქმედო ფონდები „ახალისებენ“ მოძალადეებს.

როგორც ჟორჟოლიანმა BMG-ს გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, ფონდის ბენეფიციარი ბავშვების დედებმა მიმართეს პროკურატურას, რათა გამოძიების დასრულებამდე ფონდს ყადაღა მოეხსნას და ფონდის რესურსი ბავშვების საჭიროებებს მოხმარდეს. “თუ ასე არ მოხდა, საინტერესო გეგმა მაქვს”- აცხადებდა ნანუკას ფონდის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები