მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი დღგ-ის შექმნის ფაქტზე 5 პირის მიმართ საქმე აღიძრა - საგამოძიებო სამსახური

ყალბი დღგ
BM. GE
13.10.23 10:30
91

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ ორი ფიქტიური კომპანია დაფუძნდა, რომელთა გამოყენებითაც, მათ მიერ თავიანთ მმართველობაში არსებულ მოქმედ საწარმოებზე ჯამში რვა ერთეული ყალბი ანგარიშფაქტურა გაიწერა, თითქოს და სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს და შემდგომ გამოიყენეს 103 469 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.

ტარდება შესაბამისი პროცედურები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე და 185 - ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლებას აღკვეთას  4 - დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები