საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგანაც სამს პატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ bm.ge-ის საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე და სავაჭრო ქსელში გაასაღეს.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ ჯამში გასაღებულია 550 ლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10-წლამდე ვადით.




























