მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი ფულის დამზადების და კომერციული მოსყიდვის მაჩვენებელი შემცირდა - შსს

მოსყიდვა

მიმდინარე წლის 9 თვეში გადასახადისთვის თავის არიდების 577 შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გახსნილია 25 დანაშაული.

რაც შეეხება შედარებას, უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაული 55.17%-ით არის შემცირებული.

გარდა ამისა, სტატისტიკის თანახმად, წელს ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება/გასაღების 129 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გახსნილია 18, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 46.91%-ით არის შემცირებული.

საინტერესოა სამეწარმეო დანაშაულების სტატისტიკაც. შს სამინისტროს მაჩვენებლით, წელს კომერციული მოსყიდვის 14 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გახსნილია 10, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 80.28%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები